თავში

"გალერია თბილისი" ევაკუაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"გალერია თბილისი" ევაკუაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს
გალერია თბილისი ევაკუაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"გალერია თბილისი" სავაჭრო ცენტრში გამოცხადებული ევაკუაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მომხდარის მიზეზებს განმარტავს.

"ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის გამო, დაზიანდა სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი ტრანსფორმატორი, რამაც გამოიწვია გალერია თბილისის მაღაზიებში ელექტროენერგიის შეწვეტა. ამ მიზეზით შენობაში ჩაირთო განგაშის სიგნალი, თუმცა, რამდენიმე წუთში, მას შემდეგ, რაც ტექნიკური სამსახური დარწმუნდა, რომ შენობაში ყოფნა იყო უსაფრთხო, მომხმარებლები დაბრუნდნენ შენობაში.

ამ ეტაპზე ვმუშაობთ პრობლემის მოსაგვარებლად. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო. მასშტაბური შეთავაზებები დაიგეგმა კონკრეტულად ამ დღისთვის და ძალიან ვწუხვართ რომ, ტექნიკური პრობლემის გამო, მომხმარებლების ნაწილმა ვერ შეძელით შავი პარასკევის ფასდაკლებებით სრულყოფილად სარგებლობა" - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system