თავში

გალის რაიონის სოფელ ფიჩორში 25 წლის მასწავლებელი გარდაცვლილი იპოვეს

გალის რაიონის სოფელ ფიჩორში 25 წლის მასწავლებელი გარდაცვლილი იპოვეს
გალის რაიონის სოფელ ფიჩორში 25 წლის მასწავლებელი გარდაცვლილი იპოვეს

გალის რაიონის სოფელ ფიჩორში, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. აფხაზური ენის მასწავლებელი, 25 წლის მამაკაცი სკოლაში მუშაობდა. 

ახალგაზრდული გაერთიანების ინფორმაციით მასწავლებელი ოჩამჩირიდანაა, ფიჩორში კი ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში ცხოვრობდა. სწორედ ამ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. 

ადგილობრივები თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.

თვითმხილველები მკვლელობის ვერსიასაც არ გამორიცხავენ.

შემთხვევა, 2 მაისს მოხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ადგილობრივი პოლიცია.

ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ხმა აფხაზეთიდან" ავრცელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system