თავში

"გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას, ხანძრის შედეგად დატრიალებული უბედურების გამო" - ადამ შანთაძე

"გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას, ხანძრის შედეგად დატრიალებული უბედურების გამო" - ადამ შანთაძე
გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას, ხანძრის შედეგად დატრიალებული უბედურების გამო - ადამ შანთაძე

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

ადამ შანთაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათეულში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება.

"გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას, წუხელ ღამით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. ბარათაულში, ხანძრის შედეგად დატრიალებული უბედურების გამო, რომლის დროსაც დაიწვა სამი საცხოვრებელი სახლი. სამწუხაროდ, ხანძარს ვერ გადაურჩა 16 სული პირუტყვიც. ვუთანაგრძნობ დაზარალებულ ოჯახებს, მოთმინებასა და გამძლეობას ვუსურვებ. შევთხოვ დიად გამჩენს სრულიად კაცობრიობა დაიფაროს მსგავსი უბედური შემთხვევებისგან. აამიინ!", - წერს ადამ შანთაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system