თავში

გამახსენოს ვინმემ გრიპი, რომელიც 2 თვეში 1000 ადამიანს მოკლავს - იმნაძე

გამახსენოს ვინმემ გრიპი, რომელიც 2 თვეში 1000 ადამიანს მოკლავს - იმნაძე
გამახსენოს ვინმემ გრიპი, რომელიც 2 თვეში 1000 ადამიანს მოკლავს - იმნაძე

ჩვენ უკვე 1000  ადამიანი დავკარგეთ უკვე. კითხვაც დასვით, არიან ადამიანები, ვისაც არ სჯერა და ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია. ერთი, გრიპი გამახსენოს ვინმემ და თქვას, ხომ ქვეყნდება ხოლმე გრიპის სტატისტიკაც, გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს, ასეთი გრიპი თუ უნახავთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

„არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ლუკმაპურს გამოიმუშავებენ. ძალიან მძიმეა ეს. ამიტომ ყველაფერი უნდა აიწონოს. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები გვაქვს და გაცილებით უფრო მკაცრ და ხანგრძლივ შეზღუდვებს ვითხოვთ, მაგრამ არის მეორე მხრივ, რა შეუძლია ქვეყანას, რას გაუძლებს. ეს ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავლებზე არიან დამოკიდებული, მათაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშუალება უნდა მისცე. ძალიან მძიმეა გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო იღებს. ჩვენ ათასი ადამიანი დავკარგეთ უკვე. კითხვაც დასვით, არიან ადამიანები, ვისაც არ სჯერა და ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია. ერთი, გრიპი გამახსენოს ვინმემ და თქვას, ხომ ქვეყნდება ხოლმე გრიპისგანაც სტატისტიკა, გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს, ასეთი გრიპი თუ უნახავთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ "მოამბის" ეთერში. 

ცნობისთვის, დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1161 ადამიანი

4 780 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 118 690-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 489 პაციენტი და საერთო რაოდენობა 102 270-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system