თავში

გამაოგნა გამოჟონილი დოკუმენტების მოცულობამ - ნინო ლომჯარია

გამაოგნა გამოჟონილი დოკუმენტების მოცულობამ - ნინო ლომჯარია
გამაოგნა გამოჟონილი დოკუმენტების მოცულობამ - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სუს-ის ფარულ კრებსებს ეხმაურება და ამბობს, რომ ჩანაწერებში თავადაც აღმოაჩინა საკუთარი პერსონალური საუბრები. "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მოსმენების მიზანია ყველა პირის შესახებ ჰქონდეთ საჭირო ინფორმაცია და ის გამოიყენონ საჭიროების შემთხვევაში.

„მე, ალბათ, როგორც ძალიან ბევრი მოქალაქე, ვფიქრობდი, რომ ღია ხაზზე საუბარი სულ მცირე არ იყო უსაფრთხო. ეს იქიდან გამომდინარეც, რომ მრავალი წელია ადამიანების უფლებათა დამცველები ვსაუბრობთ, რომ არსებული საკანონმდებლო ბაზა საკმარის დაცულობას და გარატნიას არ იძლევა იმისა, რომ ჩვენი სატელეფონო საუბრები არ ისმინებოდეს. შესაბამისად ძალიან მაღალი იყო ამის ალბათობა. თუმცა, გამოჟონილმა დოკუმენტებმა, მათმა მოცულობამ, ინფორმაციის დეტალურობამ, რასაც რიგითი მოქალაქეების თაობაზე სახელმწიფო აგროვებს, სიმართლე გითხრათ, მე შოკში ჩამაგდო. ნამდვილად არ ველოდი, რომ შესაძლებელია არასაჯარო პირის შესახებ, მისი პირადი ცხოვრების, პირადი კომუნიკაციის შესახებ ამდენი ინფორმაცია გროვდებოდეს უწყებაში. კითხვები ნამდვილად არ მაქვს, ეს დოკუმენტები ადასტურებს, რომ ტოტალური მოსმენებია ნამდვილად, რადგან აქ საუბარი არ არის 10-20-30 ადამიანზე, საუბარია ასობით ადამიანზე და მათთან დაკავშირებულ პირებზე“, - აცხადებს ლომჯარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system