თავში

,,გამიზნულად, თავის არეში მიყენებული დარტყმები" - რას წერს ზურაბ გურული

,,გამიზნულად, თავის არეში მიყენებული დარტყმები" - რას წერს ზურაბ გურული
,,გამიზნულად, თავის არეში მიყენებული დარტყმები - რას წერს ზურაბ გურული

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება.

,,გაყინული ქვაფენილი, გამიზნულად თავის არეში მიყენებული დარტყმები, ოჯახის თვალწინ... ბედნიერი შემთხვევითობით თავიდან აცილებული ფატალური შედეგი. ვინ აიღებდა ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას?

რიტორიკული კითხვაა. როგორც ყოველთვის გონებადაბნეული და გონებაშეზღუდული შემსრულებლები. შემკვეთი კი ...

შემკვეთი საზოგადოების ის სპექტრია, წაქეზებითა და დუმილით რომ ახალისებს და ასაზრდოვებს ბოროტებას.

ზიზღისა და სიძულვილის ოხშივარით გაჟღენთილია ჰაერი. ისინი კი, ვისაც სამსახურებრივად ევალებათ ამ სიძულვილის განეიტრალება, „ასანთს“ ისვრიან და ალაგ-ალაგ ავარდნილი ალის ყურებით ერთობიან.

ფიზიკური ტკივილი არაფერია, ყუჩდება; ყველაზე მომაკვდინებელი და დამამცირებელი უმწეობის შეგრძნებაა; აშვებული სისტემური სიძულვილის და ანგარიშსწორების წინაშე ნაგრძნობი უმწეობის...

ჩემი თანაგრძნობა და უპირობო მხარდაჭერა თქვენ ვახო სანაია და თამუნა ყურაშვილი", - წერს ზურაბ გურული ,,ფეისბუქში".

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system