თავში

მშობიარე ქალისა და ჩვილის გარდაცვალების გამო ექიმები გაათავისუფლეს

ექიმები გაათავისუფლეს
მშობიარე ქალისა და ჩვილის გარდაცვალების გამო ექიმები გაათავისუფლეს

ხაშურში, ,,ევექსის" საავადმყოფოში მშობიარე ქალისა და ჩვილის გარდაცვალების გამო ექიმებს ლიცენზია შეუჩერეს. ამის შესახებ report.ge-ს კლინიკის დირექტორმა კახა ხელაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ჰოსპიტლის სამეანო განყოფილების მორიგე მედ პერსონალმა სათანადოდ ვერ შეაფასა მშობიარის რისკები.

,,გარდაცვლილი ქალბატონი კლინიკაში მოთავსებისთანავე, ყველა საერთაშორისო პროტოკოლისა და რეფერალის ეროვნული კრიტერიუმების თანახმად ექვემდებარებოდა შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამშობიარო სახლში გადაყვანას. სამწუხაროდ მშობიარობის პროცესი გართულდა და ვერ მოხერხდა დედა- შვილის გადარჩენა. ამ დარღვევის გამო ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენ კლინიკაში პროფესიული საქმიანობა შეუჩეროს იმ სამედიცინო პერსონალს, რომელმაც მშობიარე ქალის რეფერალი არ განახორციელა", - განუცხადა report.ge-ს კახა ხელაძემ.

როგორც კლინიკის დირექტორმა განაცხადა, ჰოსპიტალი ითანამშრომლებს ყველა სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოსთან და დაელოდება შემთხვევის შესახებ საბოლოო დასკვნების გამოქვეყნებას.

გარდაცვლილ 40 წლის ქალს 4 შვილი დარჩა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system