
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, "ომეგა-3-ის" ცხიმოვანი მჟავები COVID-19-ის ინფექციის გაღრმავებას ხელს უშლის.
მისი თქმით, პრეპარატმა დადებითი ეფექტი გამოავლინა.
"კვლევებმა აჩვენა, რომ "ომეგა 3-ში" შემავალი ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლის COVID-19-ის ინფექციის გაღრმავებას. მე თვითონაც რამდენიმე ხანია ვიყენებ ამ პრეპარატს პაციენტებთან, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულები არიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ კოვიდის შემდგომ პროცესში. პრეპარატმა ნამდვილად დადებითი ეფექტი გამოავლინა.
რატომ უტოლდება "ომეგა-3" ანტიდეპრესანტს? - COVID-19-ის დაავადებას ახასიათებს ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება სისხლში. სწორედ ამიტომ ვითარდება დეპრესიის კლინიკური გამოვლინებები.
დეპრესიის კლინიკური გამოვლინების ჯაჭვი, შესაძლოა, "ომეგა 3-მა", როგორც ანტიოქსიდანტმა, შეწყვიტოს," - განაცხადა ლევან რატიანმა "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "ექიმები".