თავში

გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას - ესებუას მამა

გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას - ესებუას მამა
გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას - ესებუას მამა

გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას და გაირკვევა ყველაფერი ნორმალურად,- ამის შესახებ ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას მამამ ტარიელ ესებუამ განაცხადა.

"შვილო ბადრი, გელოდებოდით გუშინ და არ ჩამოხვედი, სად ხარ? არაფერია არ ვიცით შენი ადგილსამყოფელის შესახებ.  გამოდი შვილო ჩაბარდი პოლიციას და გაირკვევა ყველაფერი ნორმალურად. ამას გთხოვ, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. გამოდი, დაგვიკავშირდი ან ჩაბარდი პოლიციას. ეს მაქვს მე მხოლოდ სათქმელი", - განაცხადა ტარიელ ესებუამ. 

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, ,,საქართველოს ბანკზე", შეიარაღებული თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმე ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system