თავში

გამოჯანმრთელდა მძიმე პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში 28 დღე მკურნალობდა

გამოჯანმრთელდა მძიმე პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში 28 დღე მკურნალობდა
გამოჯანმრთელდა მძიმე პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში 28 დღე მკურნალობდა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გამოჯანმრთელდა პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში 28 დღის განმავლობაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო, – ამის შესახებ კლინიკა „ბომონდის“ კლინიკურმა მენეჯერმა, მამია ყიფიანმა განაცხადა.

ამასთან, კლინიკაში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს, დადასტურებულ კოვიდინფექციასთან ერთად, თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

„სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების შემთხვევა. პაციენტის გადარჩენა თანმდევი მძიმე დაავადებებიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა. გამოჯანმრთელდა პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში 28 დღე მკურნალობდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ამ დროისთვის კლინიკის კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს 120 პაციენტი გადის. ორი თვის განმავლობაში კლინიკიდან 300-ზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა“, – განაცხადა მამია ყიფიანმა.

დღეს საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 3,120 ახალი შემთხვევა და ინფიცირებულთა რაოდენობა 69 681-მდე გაიზარდა.

გარდაიცვალა33 ადამიანი და სულ ვირუსის შედეგად საქართველოში გარდაცვლილია 599 პაციენტი.

გამოჯანმრთელდა 2,358 პაციენტი და საერთო რაოდენობა 52 169-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system