თავში

"გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები" - კობა ნაყოფია

"გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები" - კობა ნაყოფია
გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები - კობა ნაყოფია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა ნაყოფიამ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები.

კობა ნაყოფიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს დამატებითი კვლევები სჭირდება, თუმცა მასთან ექიმებს არ უშვებენ. 

"გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები, უცხოეთიდან არის რამდენიმე ექიმთან კომუნიკაცია, რომლებიც უნდა შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ არ არის პასუხი დაუშვებენ თუ არა მათ, ისევე როგორც მის პირად ექიმს. 

მან თქვა, რომ თუ არ იქნებიან დაშვებული ექიმები მასთან, იძულებული გახდება ისევ მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმას და დაიწყოს შიმშილობა ,"- განაცხადა კობა ნაყოფიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system