თავში

გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI-ის კვლევა

გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI-ის კვლევა
გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, როგორ ვითარდება ქვეყანა, მონაცემები ასე გადანაწილდა:

  • სწორი მიმართულებით 25%
  • არასწორი მიმართულებით 44%
  • საერთოდ არ იცვლება 22%

კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system