თავში

გამოკითხულთა რამდენი პროცენტი აცხადებს უარს აცრაზე - NDI-ის კვლევის შედეგები

გამოკითხულთა რამდენი პროცენტი აცხადებს უარს აცრაზე - NDI-ის კვლევის შედეგები
გამოკითხულთა რამდენი პროცენტი აცხადებს უარს აცრაზე - NDI-ის კვლევის შედეგები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, გამოკითხულთა 47 პროცენტი აცხადებს, რომ არ გაიკეთებდა.

გამოკითხულთა 35 პროცენტი კი აცხადებს, რომ ვაქცინას გაიკეთებდა, 7 პროცენტის თქმით, ვაქცინა უკვე გაიკეთა, ხოლო 11 პროცენტს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ამასთან, იმ პირებიდან, რომლებიც ვაქცინაციას ეწინააღმდეგებიან, აცრაზე უარის თქმის მიზეზად 47 პროცენტი ასახელებს, რომ არ ენდობა ვაქცინის ხარისხს.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, აცრას ვერ იკეთებს გამოკითხულთა 20 პროცენტი. 

7 პროცენტი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს.

2 პროცენტი ვაქცინების წინააღმდეგია, 5 პროცენტი სხვა მიზეზს ასახელებს, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 5-მა პროცენტმა.

კითხვაზე, რომ დასჭირდეთ ინფორმაცია აცრაზე რეგისტრაციის შესახებ, იციან თუ არა როგორ დარეგისტრირდნენ, გამოკითხულთა 56 პროცენტი აცხადებს, რომ არა, ხოლო 42 პროცენტი ამბობს, რომ ამის შესახებ აქვს ინფორმაცია. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა ორ პროცენტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system