თავში

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ციხიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ციხიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს
გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ციხიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

არასრულწლოვან ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ციხიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით ჩოლოიანი თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც მისი კლინიკაში ტრანსპორტირება გახდა საჭირო. ჩოლოიანი ღუდუშაურის კლინიკაში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს. მას გამოკვლევები უტარდება.

შეგახსენებთ, რომ ლუკა სირაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის ჩადენამდე მოზარდი გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system