თავში

გამომძიებლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების პრეზენტაცია გაიმართა

გამომძიებლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების პრეზენტაცია გაიმართა
გამომძიებლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების პრეზენტაცია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა გამომძიებელთათვის შემუშავებული რეკომენდაციის პრეზენტაცია გამართა. რეკომენდაციის მიზანია დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების ხარისხის ზრდა და პრაქტიკის სისტემატიზაციის მიზნით სახელმძღვანელო პრინციპების დანერგვა.

დოკუმენტი მოიცავს ზემოაღნიშნული კატეგორიის დანაშაულთა იდენტიფიცირებასა და ეფექტიან გამოძიებასთან დაკავშირებულ თემებს. კერძოდ, რეკომენდაცია აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისა და დისკრიმინაციის ნიშნების განმარტება, ინფორმაცია აღნიშნული დანაშაულის სავარაუდო სამიზნეებისა და გამოძიების მეთოდოლოგიის შესახებ, გამომძიებლის დაზარალებულთან ურთიერთობის სტანდარტები, შეუწყნარებლობის მოტივის
გამოსაკვეთად გასათვალისწინებელი გარემოებები და კითხვები, რომელთა დასმაც სავალდებულოა დაზარალებულის, მოწმისა და ბრალდებულის გამოკითხვის პროცესში.
რეკომენდაციაში წარმოდგენილია როგორც თეორიული ინფორმაცია, ასევე, პრაქტიკული მაგალითები, რაც ხელს შეუწყობს გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ მიერ შეუწყნარებლობის მოტივის იდენტიფიცირებას და გამოძიების ეფექტიანად წარმართვას.
 

დოკუმენტის შექმნის პროცესში დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობდა ევროპის საბჭოს ექსპერტებთან, სახალხო დამცველის ოფისსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ნინო ცაციაშვილმა გახსნა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს, სახალხო დამცველის ოფისის, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system