თავში

გამოცდაზე მისულ 20 აბიტურიენტს Covid-19 დაუდასტურდა

გამოცდაზე მისულ 20 აბიტურიენტს Covid-19 დაუდასტურდა
გამოცდაზე მისულ 20 აბიტურიენტს Covid-19 დაუდასტურდა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მისული სტუდენტებიდან 20-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი გამოცდებიდან არ მოიხსნებიან. პრტოკოლით გათვალისწინებული წესების მიხედვით, მათ საშუალება ექნებათ გამოცდა სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ჩაბარონ, ან ისარგებლონ განმეორებითი სესიით არაუგვიანეს 14 დღისა. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აბიტურიენტებს გამოცდებზე ჯდომა პირბადით მოუწევთ. საგამოცდო პროცესი 25 საგამოცდო ცენტრში ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში გაიმართება.

კოვიდრეგულაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ცენტრებში გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე და თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system