თავში

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

24 მარტს, 15:00 საათიდან 16:30 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამართავს ონლაინ ღია კარის დღეს ყველა აბიტურიენტისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით.

ცენტრის ინფორმაციით,შეხვედრის მთავარი თემა 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესი იქნება.

შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე და ცენტრის სარეგისტრაციო მასალების ანალიზისა და საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი, მაია გაბუნია გაუძღვებიან.

გამოსაცდელებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან კითხვები და მიიღონ ცენტრის წარმომადგენლებისაგან ამომწურავი ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: როგორ და რა ვადებში უნდა გაიარონ რეგისტრაციის სხვადასხვა ეტაპი, რა უნდა გაითვალისწინონ პროგრამების არჩევის დროს, რა შემთხვევაში უნდა მონიშნონ სპეციალური პირობა, რა დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევთ ასეთ შემთხვევაში და სხვ.

ონლაინ ღია კარის დღე Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება და მასზე დასწრება შესაძლებელია 24 მარტს, 15:00 საათიდან 16:30 საათამდე შემდეგი ბმულის საშუალებით.

შეგახსენებთ, რომ ცენტრი ონლაინ ღია კარის დღეებს აბიტურიენტებისათვის ნოემბრის თვიდან მართავს. ამ დრომდე შეხვედრები რეგიონების მიხედვით ტარდებოდა და 2021 წლის გამოცდებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემას ეძღვნებოდა.

რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, 24 მარტს დაგეგმილი შეხვედრა ფოკუსირებული მხოლოდ რეგისტრაციასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზეა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება – ის აბიტურიენტები, რომლებიც არ დარეგისტრირდებიან 31 მარტის 18:00 საათამდე, ვეღარ გადავლენ რეგისტრაციის მომდევნო ეტაპზე და შესაბამისად, საგამოცდო პროცესს გამოეთიშებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system