თავში

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესაჩივრებინათ როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება. სააპელაციო განაცხადების მიღება მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობდა. სულ შევიდა 3355 სააპელაციო განაცხადი (ნაშრომების საერთო რაოდენობის 3%) და შეფასება შეიცვალა 1435 შემთხვევაში.

საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების საშუალება აბიტურიენტებს 25 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით აქვთ. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ისინი პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებებს ვეღარ შეიტანენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოცდების მონაწილეებს, საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ მათი საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.

აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები. ცენტრი ასევე შეახსენებს აბიტურიენტებს, არ დაავიწყდეთ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემდეგ ღილაკის – „შენახვა“ გამოყენება.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების ჩამონათვალი, ასევე ყველა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მითითებულია „ცნობარში აბიტურიენტებისათვის“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system