თავში

,,გამოუვალ მდგომარეობაში არიან" - თამარ ჩერგოლეიშვილი

,,გამოუვალ მდგომარეობაში არიან" - თამარ ჩერგოლეიშვილი
,,გამოუვალ მდგომარეობაში არიან - თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

,,გამოუვალ მდგომარეობაში არიან:

არ დაიჭერენ და ისედაც ნათელი სურათი, კიდევ უფრო ნათელი ხდება - მთავრობას არ აქვს ნდობის მანდატი და ვერ მართავს. დაიჭერენ და დასავლეთთან ჯერჯერობით თითქოს დალაგებული პროცესი, თავიდან აერევათ. საპროტესტო მოძრაობასთან ერთად (რომელიც მელია სად იქნება, ამის მიუხედავად აგორდება), დასავლეთის კომპონენტიც ფორმაში იქნება. მოკლედ რავი - დეგენერატები ხართ ქოცებო. თავად მოიქციეთ თავი ჩიხში. რა გირაო აგიტყდათ?", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა.

პლენარულ სხდომამდე საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ხმა წინააღმდეგ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა მისცა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა.

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system