თავში

გამოვლენილია მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტები - საია დარღვევებზე საუბრობს

გამოვლენილია მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტები - საია დარღვევებზე საუბრობს
გამოვლენილია მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტები - საია დარღვევებზე საუბრობს

ამ დროისთვის უბნებიდან 12-მდე საჩივარია შემოსული - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

სულხან სალაძის თქმით, ძირითად უბნებზე პროცესი დროულად და დარღვევების გარეშე დაიწყო.

" უმეტესი უბნები დროულად და დარღვევების გარეშე გაიხსნა, თუმცა გარკვეულ უბნებზე დარღვევები მაინც დაფიქსირდა. მაგალითად, გარდაბნის მე-19 უბანზე საიას დამკვირვებელი არ შეუშვეს, დაწერილია საჩივარი. 

ზუგდიდის 65-ე უბანზე დაირღვა წილის ყრის პროცედურები, უფრო კონკრეტულად წილის ყრის პროცესის შემდეგ გამოვლენილი ფუნქციები თვითნებურად გაცვალეს. 

ასევე მარნეულის 85-ე უბანზე წილის ყრის დროს ფუნქციები სხვადასხვა ფერის ფურცელზე დაწერეს. 

საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ფოტო-ვიდეო გადაღების წესების დარღვევა და მონაცემებს არაკანონიერად დამუშავების ფაქტები",- განაცხადა სულხან სალაძემ. 

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. ზუსტად 08:00 საათზე ქვეყნის ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ხმის მიცემა 3 657 საარჩევნო უბანზე შეუძლიათ. საზღვრებს გარეთ შექმნილია 52 საარჩევნო უბანი, მათ შორის ორი ავღანეთში. გამონაკლისის სახით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გახსნილია 11 სპეცუბანი, ხოლო კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, საკარანტინო სივრცეებში, თვითიზოლაციასა და სტაციონარში მყოფი პირებისთვის, რომლებიც ე.წ. სპეცსიებში არიან, 127 კოვიდუბანია გახსნილი.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 50 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. 30 მაჟორიტარულ ოლქში 50 პოლიტიკური სუბიექტისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, ჯამში 500 მაჟორიტარობის კანდიდატია რეგისტრირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system