თავში

გამყრელიძე: სიტუაცია ძალიან არასახარბიელოა

გამყრელიძე: სიტუაცია ძალიან არასახარბიელოა
გამყრელიძე: სიტუაცია ძალიან არასახარბიელოა

ნოემბერ-დეკემბერში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა ზრდას უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, მსოფლიოში კორონავირუსის მზარდი სტატისტიკა შეინიშნება, რაც ტემპერატურის ვარდნასთან არის დაკავშირებული.

"სიტუაცია ძალიან არასახარბიელოა დღეს ანტირეკორდია - 546 ათასი ახალი შემთხვევაა მსოფლიოში, აქედან ნახევარი სამწუხაროდ ევროპაშია. გამოჯანმრთელების მაჩვენებელია 70%-ია, სიკვდილიანობა კი იზრდება, მაგრამ შეფარდებითი რიცხვი ახალ ინფიცირებულებთან სიკვდილიანობის დაკლებულია 2.6%-მდე. თუმცა, საფრანგეთის შემთხვევას თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ აცივებასთან კორელირებს შემთხვევათა რაოდენობის ზრდა, ანუ ნოემბერ-დეკემბერში უნდა ველოდოთ შემთხვევათა ზრდას" - ამბობს ამირან გამყრელიძე.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 37 263-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 2 906 პაციენტი და საერთო რაოდენობა 19 810-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად, ბოლო 24 საათში, კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 285-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system