
არ გვინდა რა ჯერ 500-კაციანი ქორწილები და არც ჭირის სუფრები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეიქმნა ილუზია რომ საქართველომ კორონა დაამარცხა, რაც არასწორია.
"არ გვინდა რა ჯერ 500-კაციანი ქორწილები და არც ჭირის სუფრები. ყველაფერი მოკრძალებული უნდა იყოს, ვიდრე პანდემია არის. მსოფლიოში ყოველდღიურად არის ახალი შემთხვევების მატება. 250 ათასზე მეტი ახალი შემთხვევაა ყოველდღიურად, შემთხვევათა რაოდენობამ მსოფლიოში 20 მილიონს გადააჭარბა უკვე. საქართველო მსოფლიოს ნაწილია. მარტო საქართველო ვერ დაამარცხებს კოვიდს. ილუზია შეიქმნა, რომ ჩვენ კოვიდი დავამარცხეთ. არა, ბატონო,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია.