თავში

გამყრელიძე: ბევრი თავს იკავებს და მინდა მოსახლეობას ვთხოვო

გამყრელიძე: ბევრი თავს იკავებს და მინდა მოსახლეობას ვთხოვო
გამყრელიძე: ბევრი თავს იკავებს და მინდა მოსახლეობას ვთხოვო

ბავშვებში, ხშირია კორონავირუსის დაწყება დიარეით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ტემპერატურა ფიქსირდება, ამბულატორიული ცენტრისთვის მიმართვა აუცილებელია.

„მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვთხოვო, როდესაც ტემპერატურა უფიქსირდებათ, აუცილებლად ამბულატორიულ ცენტრებს მიმართონ. ვიცი, ბევრი თავს იკავებს და თვითმიმართვით არ მიდის ჩვენს ამბულატორიულ ცენტრებში PCR ტესტზე შემოწმებისთვის, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: ზაფხულია, შეიძლება გაცივდით, ამ სეზონზე ხშირია ინტოქსიკაციები, მაგრამ ამ ყველაფრის ქვეშ შეიძლება კოვიდინფექცია იმალებოდეს, ბავშვებში ხშირია კორონავირუსის დიარეით დაწყება. ამიტომ ყველა ამ შემთხვევაში, როდესაც ტემპერატურა გვაქვს, ბავშვი იქნება თუ მოზრდილი, აუცილებელია ამბულატორიულ ცენტრებს მიმართოთ, სადაც მოხდება ნაცხის აღება და შემდეგ PCR ტესტით გამოკვლევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ორი ცხელი წერტილი გაჩნდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system