თავში

გამყრელიძე: ბოლო 48 საათში 5 პაციენტი გარდაიცვალა

გამყრელიძე: ბოლო 48 საათში 5 პაციენტი გარდაიცვალა
გამყრელიძე: ბოლო 48 საათში 5 პაციენტი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით 26-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა.

"70 წლის გახლავთ, საავადმყოფოში შევიდა 17 სექტემბერს, ჰქონდა მძიმე თანმდევი დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, ფილტვის ობსტრუქცია და შევიდა კლინიკაში უკვე მძიმე მდგომარეობაში" - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად, ბოლო 48 საათში 5 პაციენტი გარდაიცვალა. 

„აჭარაში ამ დროისთვის 497 პაციენტი არის სტაციონარში, მათგან არის 70- მდე მძიმე. ზოგადად ქვეყანაში 11 კრიტიკული პაციენტია. დღეს დილით კი ბათუმში 1 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 48 საათის განმავლობაში 5 პაციენტი დაიღუპა", - განაცხადა გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system