თავში

გამყრელიძე: ჩამოყალიბდა ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერი

გამყრელიძე: ჩამოყალიბდა ახალი, ე.წ. საბ
გამყრელიძე: ჩამოყალიბდა ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბოლო სამი დღის განმავლობაში მომატებულ ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ ისაუბრა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა. გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლასტერის ორი შესაძლო წყაროა, რომლებიც გუშინწინ დაინფიცირდნენ, მათ შორის ერთ-ერთი მისი კოლეგაა. 

“24 საათის განმავლობაში 11 ახალი შემთხვევა დაემატა, აქედან 2 არის ბოლნისის კლასტერიდან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია, ხოლო 9 არის გუშინწინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები. ამ კონტაქტების კვლევა გუშინ და დღეს მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად, უკვე გამოკვლეულია 50-მდე კონტაქტი. ამ კონტაქტებიდან, გარდა გუშინწინ დადგენილი ორის, ანუ პირველწყაროსი, 9-ს, მათ კონტაქტებს დაუდგინდა კოვიდინფექცია და კონტაქტების კვლევა ამ წუთშიც გრძელდება. ეს ახალჩამოყალიბებული კლასტერი, ესენი არიან ერთი ოჯახი და ოჯახის ძალიან ახლო კონტაქტები. ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა და შემდგომ იქიდან გავრცელებული ოჯახში და ოჯახის ახლო კონტაქტებში ინფექცია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, მიმდინარეობს კვლევა, დღესაც ჩვენი ჯგუფი იქ გასულია, იღებენ დამატებით ბიოლოგიურ ნიმუშებს და შესაბამისად, ჩაღრმავებული კვლევები გაგრძელდება. დიდი ალბათობით, შესაძლოა პირველწყარო იყოს ჩემი კოლეგა. იქ განიხილება ასევე მეორე, ის არის პირველწყარო თუ მისი ოჯახის წევრი, ამის დაზუსტება მიმდინარეობს. იქ, სადაც ჩემი კოლეგა მუშაობდა, მიმდინაროებს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, კარანტინის აუცილებლობა იქ არ არის. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, ეს გახლავთ საბურთალოს კლასტერი და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის, ყველა კონტაქტის კვლევა. ინფიცირებულთა დადასტურებული რიცხვი არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამას ვერ მოვერევით და ვერ ვმართავთ, მაგრამ მეტი სიფრთხილე გვმართებს. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელიც იყო. მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ეს მატება ყოველთვის მართვადი იქნება. გვექნება ახალი შემთხვევები 3, 5, 10, 15 - არ არის ეს დიდი პრობლემა, ეს მართვადია და ყველა ადამიანი ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთლდება. ძალაში რჩება სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად. ვირუსი დღეს, ხვალ, ზეგ არ გაქრება, არც ამ წლის ბოლომედ არ გაქრება, ამიტომ უნდა დავიცვათ წესები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system