თავში

გამყრელიძე: დღევანელი სინჯებიდან, სავარაუდოდ კორონავირუსი კიდევ დადასტურდება

გამყრელიძე: დღევანელი სინჯებიდან, სავარაუდოდ კორონავირუსი კიდევ დადასტურდება
გამყრელიძე:  დღევანელი სინჯებიდან, სავარაუდოდ კორონავირუსი კიდევ დადასტურდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი არ გამორიცხავეს, რომ  დღეს აღებული 24 სინჯიდან კორონავირუსის შემთხვევა კიდევ დადასტურდება. 

„დღევანდელი რიცხვით ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ არის 29 მოქალაქე. დღეს გვაქვს აღებული 24 სინჯი, აქედან მაღალი ალბათობით არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს კიდევ დადებითი შემთხვევა. მაგრამ ჩვენ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს. მოგახსენეთ, რომ მიმდინარეობს სერიოზული ზრდა ევროპაში კორონავირუსული ინფექციის. დღეს მთლიანად მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევა არის 51 ქვეყანაში, გუშინდლიდან დღემდე დაემატა 6 ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობა - ლატვია, ნიგერია, ნიდერლანდები, ესტონეთი, ახალი ზელანდია, ბელარუსი. აქედან გამომდინარე ფრენების მკაცრი აკრძალვა, თუ მკაცრი რეჟიმები საზღვრებზე თანდათანობით დიდ შედეგს არ იძლევა, რამეთუ ინფექციას საზღვრების კონტროლით ვერ შეაჩერებ და უფრო მეტი ყურადღება გადადის ადამიანთა სავარაუდო შემთხვევათა იზოლიაციაზე და თვითიზოლაციაზე. თუ საჭიროა სამკურნალო სამედიცინო დახმარების ღონისძიებებზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ერთი დღეს გამოვლინდა. ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის კიდევ ერთი მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system