თავში

გამყრელიძე "ფაიზერის" ვაქცინაზე გავრცელებულ ინფორმაციას განმარტავს

გამყრელიძე "ფაიზერის" ვაქცინაზე გავრცელებულ ინფორმაციას განმარტავს
გამყრელიძე ფაიზერის ვაქცინაზე გავრცელებულ ინფორმაციას განმარტავს

 ჯანდაცვის სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ნორვეგიის მაგალითზე ისაუბრა, სადაც მოხუცთა თავშესაფრებში 23 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც გამყრელიძემ განცხადა, ჯერჯერობით,საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია ადამიანების გარდაცვალება.

მისივე თქმით, წინასწარ დასკვნების გაკეთება და დარწმუნებით იმის თქმა, რომ 23 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი "ფაიზერის" ვაქცინა იყო, არ შეიძლება.

" ეს საკითხი მესმის, რომ იქნება ძალიან მაღალი ინტერესის საგანია, მაგრამ არავის არ უთქვამს ჯერ, რომ ეს ადამიანები გარდაიცვალნენ "ფაიზერის" ვაქცინის შედეგად. მე დღეს აქტიურად გავეცანი ნორვეგიულ წყაროებში მითითებულ ლიტერატურას, ასევე ალბათ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ორმხრივი ხელშეკრულება და კონტაქტი ნორვეგიის მხარესთან. გვქონდა სატელეფონო საუბრები ასევე ტრომსოს უნივერსიტეტის წამყვან პროფესორებთან და, ჯერჯერობით, ეს არის შესწავლის საგანი და დასკვნა, რომ ეს სიკვდილი, ამ 23 მოხუცის გამოწვეული იყო ვაქცინის შემდგომი გართულებებით, არ არსებობს. ესენი არიან მოხუცთა სახლებში მყოფი 80 და 85 წელს ზემოთ ადამიანები, სადაც სიკვდილის დადგა რამდენიმე დღის შემდეგ, ამიტომ, დღეს ამას სწავლობს ნორვეგიის წამლის სააგენტო, სწავლობს ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი. ძალიან გთხოვთ, ნუ ვიჩქარებთ, იმიტომ, რომ ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს იმუნიზაციის პროცესს",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ

ცნობისთვის, ნორვეგია კორონავირუსის ვაქცინის უკუეფექტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი მიღება 80 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის და უკურნებელი სენით დაავადებულთათვის სარისკოა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system