თავში

გამყრელიძე: გადადით დისტანციურ მუშაობაზე

გამყრელიძე: გადადით დისტანციურ მუშაობაზე
გამყრელიძე: გადადით დისტანციურ მუშაობაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, საჯარო და კერძო სექტორს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაციით მიმართავს. 

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნული მოწოდება ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. 

"ერთ-ერთი მთავარი მოწოდება, რაც დღეს განვიხილეთ, საჯარო და კერძო დაწესებულებებში დისტანციურ მუშაობაზე გადასვლაა, იმ დაწესებულებებში, სადაც ამის საშუალება არის, კარგი იქნება მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. ასე ვთქვათ, თუ ძალიან აუცილებელი საქმე არ არის, არ არის საჭირო ოფისში თუ სამსახურში მისვლა. დისტანციურად შეიძლება გაგრძელდეს მუშაობა. მეტი დისტანციური მუშაობა, მეტი პრევენციული ღონისძიებები," -  განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system