თავში

გამყრელიძე: გადავედით წითელ ზონაში

გამყრელიძე: გადავედით წითელ ზონაში
გამყრელიძე: გადავედით წითელ ზონაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველო ეპიდემიოლოგიური ვითარების მიხედვით, სიმბოლური ნარინჯისფერი ზონიდან, წითელ ზონაში გადავიდა. 

"პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საერთო მაჩვენებელი მილიონ მოსახლეზე, იმის გამო, რომ სექტემბრის პირველ რიცხვებამდე 1500 ინფიცირებული გვყავდა, კარგი შედეგი გვაქვს და ერთ-ერთი საუკეთესო ჯერჯერობით, მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე გვაქვს უკვე 26, ანუ ჩვენი შიდა შუქნიშნის მიხედვით გადავედით ნარინჯრისფერიდან წითელ ზონაში. ამას გიდასტურებთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 350 პაციენტი და გარდაიცვალა 5.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system