თავში

გამყრელიძე: გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში

გამყრელიძე: გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში
გამყრელიძე: გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში

"ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში"- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, უწყებათაშორის კომისაზე კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ მიდგომებზე ისაუბრეს.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტში მყოფი ადამიანების სწრაფ იზოლაციას. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ამაზე გამახვილდა ყურადღება. ერთ-ერთი ახალი მიდგომა რაც გვექნება, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში. თუ მას აქვს საშუალება თვითიზოლაციას, თუ არ აქვს საშუალება, კარანტინში გადაყვანას და 14 დღის განმავლობაში ყოფნას კარანტინში ან იზოლაციაში ყოველგვარი კვლევის გარეშე. თუ მას სიმპტომები უჩნდება, იძახებს 112-ს, უკეთებენ კვლევას და შესაბამისად, შემდეგ სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს მართვა. რაც შეიძლება სწრაფად ეს უნდა გავრცელდეს მოსახლეობაში, რომ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი სწრაფად უნდა იქნას იზოლირებული და მოვახდინოთ ფიქსირება, რომ არ გავრცელდეს შემდგომ ინფექცია. ამ ახალ შემთხვევათა რიცხვში სჭარბობს ძირითადად სიმტომიანი პაციენტები და კონტატქში მყოფი ადამიანები, სადაც ყველაზე მაღალია გადადების მაჩვენებელი." განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 7093-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 714-ს შეადგენს.

სულ ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 46 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system