თავში

გამყრელიძე: გვექნება წერტილოვანი დარტყმები

გამყრელიძე: გვექნება წერტილოვანი დარტყმები
გამყრელიძე: გვექნება წერტილოვანი დარტყმები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის თბილისში, არ იგეგმება. 

გამყრელიძის განმარტებით, კონკრეტულ დაწესებულებებში, თუკი საჭირო გახდება, ამოქმედდება ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები. 

"გაზაფხულზე ჩვენც ნაკლები ვიცოდით ვირუსის ქცევის შესახებ. ძირითადად ყველა ქვეყანა იყენებდა ძლიერ შემზღუდავ ღონისძიებებს, დღეს ჩვენ გავითავისეთ, რომ კორონავირუსულ ინფექციას ერთ და ორი დღეში ვერ გავაქრობთ, ვერც ორ თვეში და ვერც, შეიძლება, ერთ წელიწადში. ამიტომ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან. შესაბამისად, ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის თბილისში, არ იგეგმება. 

იქ, სადაც იქნება საჭიროება დაწესდება ე.წ. წერტილოვანი დარტყმები და წერტილოვანი შეზღუდვები. ასეთი არის მაგალითად კლასი. სკოლაში თუ გაჩნდა ერთი ბავშვი ინფიცირებული, კლასი შეწყვეტს სწავლას და ბავშვები გადავლენ თვითიზოლაციაში. თუ სკოლაში იქნა რამდენიმე ან ბევრი შემთხვევა, შეიძლება დაისვას საკითხი იმ სკოლის დროებით დახურვის, მაგრამ არა მთლიანად სწავლის. ასეთი ტიპის შეზღუდვები შესაძლებელია, მაგრამ არ იგეგმება დიდი, ფართომასშტაბიანი შეზღუდვები, მათ შორის დედაქალაქში. ჩვენ უნდა ვმართოთ პროცესი ერთად. სახელმწიფომ, ჩვენ - ექიმებმა, დამსაქმებლებმა და თქვენ საზოგადოებამ. ჩვენ ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ, რომ პროცესი ვმართოთ, ეკონომიკა განვითარდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system