თავში

გამყრელიძე: ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა უძლებს

გამყრელიძე: ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა უძლებს
გამყრელიძე: ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა უძლებს

მიუხედავად კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდისა, ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა ამ გამოწვევას უძლებს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული ჯანდაცვის რესურსია 17 000 საწოლი, 21-22 ათასი ექიმი და 18 000 ექთანი.

"ვერ გეტყვით, რომ დღეს ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის კოლაფსია, მიუხედავად რთული ვითარებისა, შემთხვევათა რიცხვის ზრდისა, ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა ამ გამოწვევას უძლებს, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არ არის. საქართველოს აქვს 17 000 საწოლი და ჰყავს დაახლოებით 21-22 ათასი ექიმი, ვინც მუშაობს. ასევე 18 000 ექთანი. ეს არის საქართველოს ჯანდაცვის რესურსი. ჩეხეთი ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოა და მას ძალიან გაუჭირდა, გერმანიას მიმართა დასახმარებლად და გერმანიაში აწვენს ავადმყოფებს. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვაკეთებთ, რომ კოლაფსი არ მოხდეს, ამიტომ ბალანსი კარგად უნდა იყოს დაცული. ვისაც სჭირდება ჰოსპიტალი, ის უნდა მოხვდეს ჰოსპიტალში, ხოლო მსუბუქი და ასიმპტომური შემთხვევები სახლში ან შესაბამის სასტუმროებში უნდა იმართონ “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაშიგამოვლენილია ინფიცირების 2 775 ახალიდადასტურებულიშემთხვევა. გარდაიცვალა 22 ადამიანი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system