თავში

გამყრელიძე: მაღალი ტემპერატურის მქონე პირები საზღვარზე სიცხის დამწევ წამლებს სვამენ

გამყრელიძე: მაღალი ტემპერატურის მქონე პირები საზღვარზე სიცხის დამწევ წ
გამყრელიძე: მაღალი ტემპერატურის მქონე პირები საზღვარზე სიცხის დამწევ წამლებს სვამენ

"ვთხოვ საქართველოს მოქალაქეებს, რომ საზღვარზე სიმპტომებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ", - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, არის ეჭვი, რომ მაღალი ტემპერატურის მქონე პირები აეროპორტში სიცხის დამწევ წამლებს სვამენ, რის გამოც, სიმპტომი დროებით იმალება. 

"ეს პირველ რიგში არის მათთვის. როდესაც ჩვენ ისინი გადაგვყავს კარანტინში ან თვითიზოლაციაში ვიცავთ მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს და ხელს ვუშლით შესაძლო ინფექციის გავრცელებას", - განაცხადა გამყრელიძემ. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მოუწოდა თანამოქალაქეებს, თავი შეიკავონ ინფექციის მაღალი გავრცელების მქონე ქვეყნებში მოგზაურობისაგან. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ ევროპაში კორონავირუსი უკვე საკმაოდაა გავრცელებული, შესაბამისად, სასურველი იქნება თუ საერთოდ არ ვიმოგზაურებთ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა დადასტურებული. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სამივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system