თავში

გამყრელიძე: მესტიაში 4000-მდე ადამიანს გამოვიკვლევთ

გამყრელიძე: მესტიაში 4000-მდე ადამიანს გამოვიკვლევთ
გამყრელიძე: მესტიაში 4000-მდე ადამიანს გამოვიკვლევთ

დაბა მესტიაში და რამდენიმე სოფელში ტესტირება გაფართოვდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, კვირის ბოლომდე მესტიის მუნიციპალიტეტში 4000-მდე ადამიანის გამოკვლევაა დაგეგმილი.

“მთლიანად ქვეყანაში დღეს გვაქვს 5 ახალი შემთხვევა. ანუ, სულ დღეისთვის დადასტურებულია 1283 შემთხვევა. 5 ახალი შემთხვევიდან 2 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს, ორივეს კავშირი აქვს ლენჯერის თემთან, თუმცა, ერთ-ერთი ცხოვრობს მესტიაში.

დაბა მესტიაში და რამდენიმე სოფელში ტესტირება გაფართოვდება. გუშინ წინ აღებული 975 ნიმუშიდან, 2 არის მხოლოდ დადებითი. ერთის მხრივ, ეს პროგნოზულად უფრო კეთილსაიმედოა, თუმცა, არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს.

გუშინ, 800-ზე მეტი ნიმუში აიღეს, ველოდებით პასუხებს. გაფართოებული ტესტირება გრძელდება, ვფიქრობთ, 800-900 ადამიანის გამოკვლევას ყოველ დღე. გვინდა, მთლიანად მუნიციპალიტეტში კვირის ბოლომე 4 ათასი ადამიანი იყოს გამოკვლეული.

მნიშვნელოვანია ის რომ, გუშინ, მესტიის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს სწრაფი PCR ტესტის აპარატი გადაეცა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შესვლა და გამოსვლა შეიზღუდა.

ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს აქვთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system