თავში

გამყრელიძე: მიმდინარე პერიოდში გვექნება შემთხვევების მატება

გამყრელიძე: მიმდინარე პერიოდში გვექნება შემთხვევების მატება
გამყრელიძე: მიმდინარე პერიოდში გვექნება შემთხვევების მატება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მიმდინარე პერიოდში მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა. მისი განმარტებით, ამას სხვა ქვეყნების გამოცდილება მოწმობს. 

„ახლა ჩვენთან შიდა გავრცელების პირველი შემთხვევიდან მეექვსე კვირა სრულდება. სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ პიკი მოდის მეექვსე-მეშვიდე-მერვე კვირაზე. არ ვიცი, გავიმეორებთ თუ არა ჩვენც ამ გამოცდილებას, თუმცა პიკი ამ პერიოდზე მოდის. ამ პერიოდში იქნება შემთხვევების მატება, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ეს მატება სწრაფად იყოს იდენტიფიცირებული. 

გუშინ გვყავდა 27 ახალი ინფიცირებული, ყველა იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. ძირითადად ეს არის ქვემო ქართლის კლასტერი - ბოლნისი, თეთრიწყარო და მარნეული. ეს რეგიონი ძირითადად ჩაკეტილია, მოქმედებს მკაცრი იზოლაცია, რომლის ძირითადი მიზანია, რომ ინფექცია რეგიონიდან არ გამოვიდეს. ხვალ ვაპირებ, ჩავიდე მარნეულში, თეთრიწყაროსა და ბოლნისში და ადგილზე გავიგო, რა არის საჭირო მუშაობის გასაძლიერებლად, რამეთუ სამივე მუნიციპალიტეტი საკმაოდ დაზიანდა - ჯამში 150-მდე დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა“, - განაცხადა გამყრელიძემ "ქრონიკის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system