თავში

გამყრელიძე: პანდემია არ დასრულდება კიდევ კარგა ხანს

გამყრელიძე: პანდემია არ დასრულდება კიდევ კარგა ხანს
გამყრელიძე: პანდემია არ დასრულდება კიდევ კარგა ხანს

ძლიერ „ლოკდაუნებს“ და მკაცრ ღონისძებებზე ნაკლებად მიდიან ქვეყნები, უფრო საუბარია წერტილოვან შეზღუდვებზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, წესების დაცვით ეკონომიკის გახსნა და ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება შესაძლებელია. 

 "ძლიერ „ლოკდაუნებს“ და მკაცრ ღონისძებებზე ნაკლებად მიდიან ქვეყნები, უფრო საუბარია წერტილოვან შეზღუდვებზე. მაგალითად, როდესაც გვაქვს სკოლაში ინფიცირების შემთხვევა, არ იკეტება სკოლა, თუ სჭიროა, იკეტება კლასი, ხდება ბავშვების თვითიზოლაციაში გადასვლა, ასევე მასწავლებელი გადადის თვითიზოლაციაში და შემდეგ 12 დღის განმავლობაში ხდება მათი დაკვირვება. ასე იქნება ბაღებთან და სხვა დაწესებულებებთან მიმართებით იმიტომ, რომ პანდემია არ დასრულდება კიდევ კარგა ხანს და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, რაც ნიშნავს ერთი მხრივ ჯანდაცვის სექტორის სრულ მზადყოფნას იმისთვის, რომ ახალი შემთხვევები მართოს. მართვა უნდა იყოს ძირითადად პირველადი ჯანდაცვის დონეზე, მეორე მხრივ ნიშნავს ეკონომიკის გახსნას და ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას, თუმცა ყველა იმ წესის დაცვით, რასაც ჯანდაცვის სექტორი აცხადებს. პირველ რიგში ესაა პირბადე.

დიდ ქალაქებში, სადაც დიდი თავშეყრის ადგილები გვაქვს, რეკომენდირებულია, გარდა დახურული შენობებისა გარეთ, სადაც დისტანციას ვერ ვიცავთ, ვატაროთ პირბადე. იმიტომ, რომ პირბადეზე უკეთესი დამცავი საშუალება პანდემიის პირობებში არ აღმოჩენილა" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system