თავში

გამყრელიძე: რეინფიცირების დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს

გამყრელიძე: რეინფიცირების დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს
გამყრელიძე: რეინფიცირების დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს

მიმდინარეობს კორონავირუსით მეორედ ინფიცირების რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის კვლევა, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოში ნამდვილად გვქონდა რეინფიცირების შემთხვევა, არ გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გვაქვს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, ანუ განმეორებითი, PCR-ტექნოლოგიებით კვლევა და ამავე დროს, მიმდინარეობს ამ ადამიანების გენომის კვლევა, რომელიც დროსა და მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს, რომლის საშუალებაც დღეს ქვეყანაში მხოლოდ ლუგარის ცენტრს აქვს. იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად იყო რეინფიცირება, საჭიროა პროფესიულ საბჭოზე კარგად განხილვა და შემდეგ, გადაწყვეტილება ყველა იმ ლაბორატორიული თუ სხვა კლინიკური არგუმენტის მიხედვით, რომელიც არის. გიდასტურებთ, რომ რამდენიმე შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა, მაგრამ ჯერჯერობით, დადასტურებული არ გვაქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 3 დეკემბერს, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 068 შემთხვევა გამოვლინდ და ინფიცირებულთა რაოდენობა 152 704-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 2 336 პაციენტი და საერთო რაოდენობა 126 904-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 38 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 425 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system