თავში

გამყრელიძე: საგანგაშო სიგნალი იყო

გამყრელიძე: საგანგაშო სიგნალი იყო
გამყრელიძე: საგანგაშო სიგნალი იყო

"თავიდან საგანგაშო სიგნალი იყო ლილოს ბაზრობასთან დაკავშირებით, ამიტომაც იქ დაიწყო და ათი დღე მიმდინარეობდა მასობრივი, ფართომასშტაბიანი, PSR ტესტირება და დაახლობით 4800 ადამიანი გამოიკვლიეს,"- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

"პირველ დღეს გვქონდა ჩვენ ოთხი შემთხვევა სწორედ იმ რიგში, სადაც ეს კვეთა იყო და შემდეგ 4800-დან მხოლოდ ორი შემთხვევა. ლილოს ბაზრობაზე შერჩევითი კვლევა არ იყო, ყველა, ვინც მუშაობდა იმ პერიოდში, იქნა გამოკვლეული. დანარჩენ ბაზრობებზე ჩვენ დავიწყეთ შემთხვევითი შერჩევით კვლევები და სპეციალური პროტოკოლი გაკეთდა, იმის მიხედვით, რამდენი ადამიანი მუშაობდა. ძალიან კარგი თანამშრომობა იყო ბაზრობის ხელმძღვანელებთან, კარგად ორგანიზებული იყო. გუშინწინ დამთავრდა ე.წ. დინამოს ბაზრობაზე 500 ნიმუშის კვლევა და არც ერთი დადებითი არ იყო. დღეს დამთავრდება ელიავას ბაზრობა, იქ უკვე გახლავთ სადღაც 350 ნიმუში გამოკვლეული და იქაც ყველა უარყოფითი შედეგი გახლდათ, მაგრამ ჯერ სრულად არ დამთავრებულა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ბაზრობები სერიოზული თავშეყრის ადგილებია და მომატებულია რისკი, სწორედ ამიტომ ჩატარდა კვლევები.

მისივე თქმით, თუ საჭიროება იქნება, კვლევები ჩატარდა სხვა ბაზრობებზეც მომავალში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system