თავში

გამყრელიძე: შვილიშვილებს ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში

გამყრელიძე: შვილიშვილებს ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში
გამყრელიძე: შვილიშვილებს ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, სწავლის დაწყება მობილობის სერიოზულ ზრდას გამოიწვევდა, ამიტომ საკოორდინაციო საბჭომ 2 კვირიან დისტანციურ სწავლებას დაუჭირა მხარი. 

მისივე თქმით, 15 სექტემბერს სწავლა 140 ათასამდე სტუდენტს და ნახევარ მილიონზე მეტ სკოლის მოსწავლეს უნდა დაეწყო.

„ჩემი რამდენიმე შვილიშვილი სკოლის მოწაფეა და მაქვს ეს პრობლემები ოჯახშიც, რომ, აი, რატომ არ წავედით სკოლაში, რატომ არ გვიშვებ, ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ მათ სკოლაში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში 15 სექტემბერს სწავლას იწყებდა დაახლოებით 120-140 ათასი სტუდენტი და ნახევარ მილიონზე მეტი სკოლის მოწაფე. ეს არის მობილობის ძალიან სერიოზული ზრდა უცბად, რამდენიმე დღეში. ეროვნულ გამოცდებზე, როცა მობილობის სერიოზული ზრდა იყო, ეს გამოცდა კარგად ჩავაბარეთ. ახლა, მართალი გითხრათ, ასეთი დიდი მობილობა, როცა შემთხვევების ზრდა გვქონდა ბოლო ექვსი დღის განმავლობაში და ასეულს გადავაჭარბეთ, შემაშფოთებელი იყო. დიდი მასა მოწაფეების და სტუდენტების 6-7 დიდ ქალაქშია. ამიტომ, მოკლე, ორკვირიან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მიზანშეწონილად მიიჩნია საკოორდინაციო საბჭომ,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system