თავში

გამყრელიძე: სოციალური დისტანცირება, სოციალური დისტანცირება, სოციალური დისტანცირება!

გამყრელიძე: სოციალური დისტანცირება, სოციალური დისტანცირება, სოციალური
გამყრელიძე: სოციალური დისტანცირება, სოციალური დისტანცირება, სოციალური დისტანცირება!

"მიმდინარე თვე და მაისის პირველი ნახევარი რთული და მძიმე იქნება", - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მაქსიმალურად შეკავდა ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება. 

"ამით მოვიგეთ დრო და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზული მუშაობისთვის", - განაცხადა გამყრელიძემ. 

მისი თქმით, მიყვებიან იმ პროგნოზებს რაც მოდელირებით არის გათვალისწინებული. 

"აუცილებელია, ყველამ დავიცვათ ის მოთხოვნები, რასაც გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა, რასაც გულისხმობს კარანტინი, რასაც გულისხმობს თვითიზოლაცია. პირველი იარაღი ამ ბრძოლაში გახლავთ სოციალური დისტანცირება! სოციალური დისტანცირება! სოციალური დისტანცირება! წამალი არა. წამალი უკვე ჩვენ გვჭირდება დაინფიცირებულ ადამიანზე, მაგრამ, რომ არ დაგვიინფიცირდეს ხალხი, ამისათვის საჭიროა სოციალური დისტანცირება. თუ ჩვენ ამას შევასრულებთ ამ ყველაფერს, მაშინ ნაკლები დაზიანება შეიძლება იყოს", - განაცხადა გამყრელიძემ. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 157 შემთხვევაა დადასტყურებული.  მათ შორის გამოჯანმრთელდა 28 ადამიანი. გარდაიცვალა - 1. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system