თავში

გამყრელიძე: თამბაქო ძალიან ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას

გამყრელიძე: თამბაქო ძალიან ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას
გამყრელიძე: თამბაქო ძალიან ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას

"ერთმნიშვნელოვნად, ვინც თამბაქოს მოიხმარს მაღალი რისკის ქვეშ არის",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, რეკომენდაცია იქნება, რომ მოქალაქეებმა თამბაქოს მოწევისაგან თავი შეიკავონ.

"მწეველები არიან უფრო მეტი რისკის ქვეშ. ამიტომ, ზოგადად უნდა მოვერიდოთ თამბაქოს მოწევას. განსაკუთრებით, თუ ახლა, ნებისმიერი ინფექციური დაავადება, მათ შორის გრიპის დროსაც და მოგეხსენებათ კლინიკური სურათი კორონავირუსის, გრიპს ძალიან გაქვს. ყოველთვის თამბაქო ძალიან ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას. რადგან, ეს დაავადებები გახლავთ რესპირაციული ინფექციები. რაც შეეხება თამბაქოს და კოვიდს, ორივე აზიანებს სასუნთქ სისტემას. ერთის მხრივ, თამბაქოს ერთ-ერთი მოდების წერტილი არის, ისეთი დაავადება, როგორიცაა ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, რომელსაც დაახლოებით ყოველწლიურად ორიდან სამ მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე მიაქვს და სწორედ გულსისხლძარღვთა სხვა დაავადებების, თამბაქოსა და კოვიდის შეუღლება, უკვე მრავალი კვლევით დადგინდა. არის კოვიდის მეტად უფრო დამძიმების და უარესი გამოსავლის პირობა, ამიტომ მოსაზრება, რომ ნიკოტინს აქვს დამცველობითი უნარი კოვიდის საწინააღმდეგოდ, არის მითი და ხრიკი, ეს არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, "მსოფლიო თამბაქოს გარეშე" დღე არის ყოველწლიური კამპანია, რომელიც მთელ მსოფლიოში 31 მაისს აღინიშნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system