თავში

გამყრელიძე: თითქმის ყველა წყაროზე გავედით

გამყრელიძე: თითქმის ყველა წყაროზე გავედით
გამყრელიძე: თითქმის ყველა წყაროზე გავედით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულთა წყაროები თითქმის სრულად არის იდენტიდიცირებული. მისი განმარტებით, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულ ექვს შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა.

რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, დღეს დადასტურებული ხუთი ინფიცირებულიდან ყველა პაციენტის წყარო მოძიებულია.

„თითქმის ყველა წყაროზე გავედით, კიდევ ექვსზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა. საუბარია წინა შემთხვევებზე და არა ბოლო შემთხვევებზე. ბოლო ხუთი შემთხვევის ყველას წყარო ცნობილია. დღევანდელი დღის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსის 893 შემთხვევაა დადასტურებული, დღეს დაემატა ხუთი. ეს არის ერთეული შემთხვევები, ყველა შემთხვევებში ჩვენ უკვე თითქმის წყარო ვიცით, ყველა შემთხვევის კონტაქტი არის იზოლირებული, კარანტინში გადაყვანილი და მიმდინარეობს მათზე მეთვალყურეობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system