თავში

გამყრელიძე: უკვე დავიწყეთ ქვეყანაში სხვა ვირუსების მონიტორინგი

გამყრელიძე: უკვე დავიწყეთ ქვეყანაში სხვა ვირუსების მონიტორინგი
გამყრელიძე: უკვე დავიწყეთ ქვეყანაში სხვა ვირუსების მონიტორინგი

ანტიგენის ტესტი, თითქმის მიუახლოვდა PCR-ის სარწმუნოებას და უმრავლეს შემთხვევაში მას გამოვიყენებთ, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის ინფორმაციით, დადგინდება პირობები, რა შემთხვევაში გაუკეთდება მოქალაქეს PCR და რა შემთხვევაში გაიტესტება "ანტიგენზე".

"ჩვენ უკვე დავიწყეთ ქვეყანაში სხვა ტიპის ვირუსების ცირკულაციის მონიტორინგი. ჯერ მხოლოდ არის რინო და ადენო ვირუსები, ასევე არის კორონავირუსი, თუმცა არ ცირკულირებს გრიპის ვირუსი. როდესაც ცხელებით მიდის პაციენტი კლინიკაში, სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა რომ გვქონდეს, დღეს განვიხილეთ თემა და ხვალიდან, იქ, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობა გვაქვს ინფიცირების-ქუთაისსა და თბილისში, ცხელების ცენტრებსა და პირველად პოლიკლინიკებში შეიძლება გადავიდეთ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებზე. ჩვენ გვაქვს კორეული წარმოების ანტიგენზე დამყარებული ტესტი და PCR-ს შევაშველებთ. ცხელების ცენტრში მოხდება სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა. ანტიგენის ტესტი უკვე, თითქმის მიუახლოვდა PCR-ის სარწმუნოებას და უმრავლეს შემთხვევაში მას გამოვიყენებთ. დადგინდება ჯგუფები, ვის გაუკეთდება PCR და ვის ანტიგენის ტესტი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system