თავში

გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით 13 ორსულია გარდაცვლილი

გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით 13 ორსულია გარდაცვლილი
გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით 13 ორსულია გარდაცვლილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით, დაახლოებით, 13 ორსულია გარდაცვლილი.

გამყრელიძის თქმით, ორსულებში კორონავირუსის პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა. 

"სერიოზულად მუშაობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრიც ჩართულია. ამის პრევენციის ერთი საშუალებაა მხოლოდ, რომ ორსულები უნდა აიცრან. მთლიანად ამ ორი წლის განმავლობაში, რაც პანდემია არის, თუ არ ვცდები გარდაცვლილია 13 ორსული", – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4031 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყანაში კიდევ 73 პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 4585 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system