თავში

გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული და გახსნილი აქვს ხელყუმბარა - მძევალი

გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული და გახსნილი აქვს - მძევალი
გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული და გახსნილი აქვს ხელყუმბარა - მძევალი

ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ერთ-ერთია 19 მძევალს, შორის, აცხადებს, რომ გამტაცებელი კბილებამდეა შეიარაღებული, აქვს გახსნილი ყუმბარა და ითხოვს ნახევარ მილიონ დოლარს. 

"შენობაში ვიმყოფებით 19 ადამიანი, ერთ ოთახში ვართ, ჩვენს გვერდით არის გამტაცებელი კბილებამდე შეიარაღებული, ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ამ სიტუაციის ყველანაირი ძალადობრივი მოგვარეობა გამორიცხულია, რადგან ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს.

გამტაცებელი ითხოვს 500 000 დოლარს და იმას, რომ აუცილებლად, რაც შეიძლება სწრაფად შემოვიდეს ვინმე, შეუიარაღებელი, ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია. თავდამსხმელი ერთია და ჩემს გვერდითაა ახლა" - აცხადებს კვარაცხელია. 

მისი თქმით, სამართალდამცველების მხრიდან იყო გამტაცებელთან კომუნიკაცია და მოლაპარაკების მცდელობა, თუმცა შენობაში ამ დრომდე არავინ შესულა. 

"მხოლოდ დაპირდნენ მას, რომ შემოვიდოდნენ, მაგრამ ერთი საათია აქ ვართ და არავინ შემოსულა, უცნობია როდის შემოვა ვინმე" - განაცხადა მძევალმა. 

შეგახსენებთ, ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system