თავში

მართვითი სუნთქვის აპარატზე მიერთება განაჩენი არ არის - ზურაბ გურული

მართვითი სუნთქვის აპარატზე მიერთება განაჩენი არ არის - ზურაბ გურული
მართვითი სუნთქვის აპარატზე მიერთება განაჩენი არ არის - ზურაბ გურული

მართვითი სუნთქვის აპარატზე მიერთება განაჩენი არ არის - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ზურაბ გურულმა განაცხადა. 

მისივე თქმით, კოვიდინფიცირებული პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

,,ზოგიერთ შემთხვევაში მართვით სუნთქვაზე გადასვლა ემსახურება პირიქით, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუ ადამიანს უჭირს სუნთქვა და მძლავრად არის ჩართული სუნთქვის პროცესში, ამ დროს იმდენად მძლავრი ხდება წნევა გულ-მკერდის ღრუში, რომ შესაძლებელია გადაჭარბებულმა წნევამ ფილტვის ქსოვილის თვითდაზიანება გამოიწვიოს და შემდეგ ისე დამძიმდეს მდგომარეობა, რომ შეუძლებელი გახდეს აღდგენა. ამიტომ, სწორედ, გამოცდილი კლინიცისტების დროული გადაწყვეტილება, როდის მოხდეს მართვით სუნთქვაზე გადასვლა, რომ დავეხმაროთ ფილტვის ქსოვილს, აუცილებელიც არის და ორგანიზმის დაცვას ემსახურება", - განაცხადა ზურაბ გურულმა ,,ტვ პირველის" ეთერში.

მისივე თქმით, არაერთი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც გამოცდილმა რეანიმატოლოგებმა მძიმე პაციენტები მოხსნეს მართვითი სუნთქვის აპარატიდან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system