თავში

განათლების სამინისტრო სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავცრელებს

განათლების სამინისტრო სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავცრელებს
განათლების სამინისტრო სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავცრელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მზადდება კანონპროექტი მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება და აცრა ნებაყოფლობითია.

როგორც უწყებაში აცხადებენ, იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში, შეუფერხებლად გაგრძელდეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად მოუწოდებს მასწავლებლებს, აიცრან.

"გარდა ამისა, სამინისტრო Unicef-თან ერთად აგრძელებს აცრასთან დაკავშირებით მასწავლებლებში ცნობიერების ამაღლების კამპანიას. სამინისტრო მასწავლებლებს ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას აცრისთვის რეგისტრაციის პროცესში, შემდეგ ყველა ქალაქში გაიხსნა ამცრელი კაბინეტები სპეციალურად განათლების სისტემის წარმომადგენლებისთვის, სადაც მათ რეგისტრაციის გარეშე შეეძლოთ ვაქცინაცია. შედეგად, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით, აცრილია საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომელთა 65% და პროცესი გრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ პედაგოგების ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო ხდება.

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადდა და განიხილება დასამტკიცებლად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system