თავში

განახლდება თუ არა სწავლა 21 აპრილიდან - პრემიერის განმარტება

განახლდება თუ არა სწავლა 21 აპრილიდან - პრემიერის განმარტება
განახლდება თუ არა სწავლა 21 აპრილიდან - პრემიერის განმარტება

არსებობს თეორიული შანსი, რომ სასწავლო პროცესი 21 აპრილის შემდეგ განახლდეს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე  განაცხადა. 

„მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე, თუმცა ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system