თავში

განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის პირველ დღეს ქვეყნის მასშტაბით 15 299 მოსწავლე დარეგისტრირდა.

"პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის პირველი დღე ქვეყნის მასშტაბით ყოველგვარი ტექნიკური ხარვეზის გარეშე წარიმართა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე http://registration.emis.ge-ზე 13 მაისის 6 საათის მონაცემებით, საქართველოს 2085 საჯარო სკოლაში 15299 მოსწავლე დარეგისტრირდა.

პირველკლასელთა რეგისტრაცია 5 ივნისს დასრულდება, ხოლო 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

ცნობისათვის: სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია ოთხ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე სკოლებში 472 მოსწავლე,ხოლო მეორეზე 21 998 მოსწავლე დარეგისტრირდა. საყოველთაო რეგისტრაციისთვის სკოლებში 61 555 ვაკანტური ადგილი იყო. მესამე ეტაპის საბოლოო შედეგები 5 ივნისს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით, სკოლებში რეგისტრაციის ბოლო, IV ეტაპი განხორციელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system