თავში

განათლების კომიტეტმა პირველი გასვლითი სხდომა გელათის კომპლექსში ჩაატარა

განათლების კომიტეტმა პირველი გასვლითი სხს კომპლექსში ჩაატარა
განათლების კომიტეტმა პირველი გასვლითი სხდომა გელათის კომპლექსში ჩაატარა

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტმა პირველი გასვლითი სხდომა გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩაატარა. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უახლოეს დღეებში უნდა დაადასტუროს, შეასრულა თუ არა ის 6 რეკომენდაცია, რომელიც კომიტეტმა გასცა.

„აღმოჩნდა, რომ კომპანია, რომელიც გელათზე სამუშოებს 2011 წლიდან ახორციელებს, არ იყო შერჩეული ტენდერით. მაშინდელი ხელმძღვანელობის მიერ ის პირდაპირ იყო შერჩეული, როგორც გელათის კონსერვაცია-რეტავრაციის სამუშაოებისთვის შესაფერისი ორგანიზაცია. მოცემული ორგანიზაციის ხელმძღვანელიც ესწრებოდა ჩვენს სხდომას. როდესაც მას ვკითხეთ, რაზე იყო იგი პასუხსიმგებელი, თქვა, რომ მან არ იცის, თავისი პასუხისმგებლობების შესახებ.

ისმის კითხვა, პასუხისმგებლობის არმცოდნე ორგანიზაცია ამდენი ხანი მაინც რატომ იყო ჩართული ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში. სიმბოლურია, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელს სხდომაზე მოყვანილი ჰყავდა ადვოკატი, რომელიც მე სხდომაზე არ დავუშვი, რადგნა ჩვენ საგამოძიებო ორგანო არ ვართ“, - განაცხადა წულუკიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system